Wednesday, July 14, 2010

ჩემი ხე

1.პროექტის სახელი: ‘’ჩემი ხე’’

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ხის მნიშვნელობას ადამიანისთვის, დარგავენ საკუთარი სახელობის ხეებს,ალამაზებენ გარემოს.

3.პროექქტის სრული აღწერა:მოსწავლეები იძიებენ ყოველგვარ ინფორმაციას ხისა და ტყის დანიშნულების შესახებ. იკვლევენ თუ როგორ იზრდება ხე, რა პირობებია საჭირო ხის გასაზრდელად, რასარგებლობა მოააქვს ხე–ტყეს ადამიანებისათვის, რა პრობლემებს უქმნის ადამიანი ტყეს როგორ უნდა შევძლოთ ხის ისტორიის შესწავლა, მისი ასაკის დადგენა. ტყის როგორ სიმდიდრეებს ფლობს საქართველო და რა კეთდება მისი მოვლა პატრონობისათვის .

4.მონაწილეთა ასაკი: 8–10წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა:2010.09. 2011.04.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კლასებში ტარდება გაკვეთილები მოსწავლეებს შორის თემისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით.

7.მოსალოდნელი შედეგები :დაირგვება ბავშვებზე ერთი ან ორი ხე. გაკეთდება ფოტო და ვიდეო კოლაჟები. მოეწყობა გამოფენები და ექსკურსიები. მასალები აიტვირთება ბლოგზე აიწყობა პრეზენტაცია.

8.სარგებელი სხვებისთვის:ზოგადად გაჯანსაღდება ეკოლოგიური გარემო. გალამაზდება სკოლის ეზო. გაიზრდება მოსწავლეების პასუხისმგებლობა გარემოსადმი.

9.სამუშაო ენა:ქართული.

10.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი:ქართული,ბუნება.

11.მონაწილეები სხვა სკოლებთან:

12.პროექტის შემქმნელის სახელი:ნატო ურიადმყოფელი.

13.პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:n.uriadmkofeli@gmail.com

14.პროექტის ვებ–გვერდი:n.uriadmkofeliblogpot.com